წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიის მოსწავლე ნინო სამხარაძე საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციაში მონაწილეობდა
20-04-2023

წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მონდომებით ერთვებიან.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეთერთმეტეკლასელი ნინო სამხარაძე, რომელიც საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მისი ხელმძღვანელი, სკოლის ქიმიის პედაგოგი მაია აბესაძე იყო.

კონფერენცია პროექტის - „ახალგაზრდული ხმა ახალი ხედვა“ ფარგლებში, ონლაინ ფორმატით გაიმართა, რომლის თემა მდგრადი განვითარების მიზნები იყო.

სკოლის წარმომადგენლები კონფერენციაში მონაწილეოისთვის ონლაინ სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

კონფერენციის ორგანიზატორი საერთაშორისო სტაჟირების უნივერსიტეტის ქართული გუნდი: ინგა ხარჩილავა, კახაბერ ჩაკვეტაძე, მარიამ მამაგულაშვილი და სკოლის ხელოვნების პედაგოგი - ნინო ცარციძე იყო.

„მადლობას ვუხდით კონფერენციის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს აქვთ საშუალება იდგნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ წარმომადგენლებთან ერთად და თავიანთი ხმა გააგონონ მსოფლიოს, ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა და პედაგოგთა მიღწევებს მუდმივად მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203