ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა
20-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები, მოსწავლეებს წიგნის კითხვისადმი ინტერესს ადრეული ასაკიდანვე უღვივებენ. ისინი, მათ სხვადასხვა მწერლის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს აცნობენ და  ღონისძიებებს მართავენ.

ამჯერად, სკოლაში მწერლის - ჰამო საჰიანის დაბადების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, სადაც მე-12 კლასის მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებელმა - არეგნაზ ჩთჩიანმა ლექსები მოამზადეს.

​ღონისძიებაზე მათ ასევე მუსიკალური ნომრები - ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და როგორც სკოლაში აღნიშნავენ თემატური სლაიდები წარადგინეს.

აღნიშნულ აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ

ღონისძიებაში ასევე სკოლის დირექტორი -  ლენა კარაპეტიანი მონაწილეობდა, რომელმაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ ლექსი ძალიან ლამაზად წაიკითხა.

ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა.

„ჰამო საჰიანის პოეზია აგრძელებს მკითხველის კვებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203