განძის N2 სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს
20-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა.
VI კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას დღესაწაული შთამბეჭდავი სანახაობით მიულოცეს.
მოსწავლეებმა, ამ დღესასწაულის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, საკლასო ოთახში სააღდგომო კუთხე მოაწყვეს და ტრადიციულად, კვერცხების მიჭახუნებით, ერთმანეთს დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მასწავლებელი ა.ბადიშიანი ხელმძღვანელობდა.