ჩალაუბნის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩალაუბნის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაია ყოყოჩაშვილის ხელმძღვანელობით, დედაენის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შემდეგ აქტივობებზე იმუშავეს:
- კიდევ ერთხელ გაიხსენეს თავიანთი საყვარელი მწერალი, დედაენის, მრავალი მოთხრობისა თუ იგავის ავტორი - იაკობ გოგებაშვილი;
- იმუშავეს კედლის გაზეთზე, რომელიც გაალამაზეს მათ მიერ დაწერილი პატარა-პატარა ლექსებითა და სხვადასხვა თვალსაჩინოებებით;
- მოაწყვეს კალიგრაფიის კონკურსი;
- იმუშავეს ხელნაკეთი წიგნის შექმნაზე.
მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ის მოთხრობა/იგავი აირჩიეს, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ, გადაწერეს და ილუსტრაცია დაურთეს. ბოლოს, საერთო ძალისმხევით ყდას დაამზადებენ და გააფორმებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს“,- აღნიშნავან სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: