ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზის“ მოსწავლეებმა ტრეფიკინგის თემაზე საინტერესო კედლის გაზეთი გამოუშვეს
20-04-2023

ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზში“ სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო, მნიშვნელოვან თემებზე პროექტებს დიდი ინტერესითა და მონდომებით ატარებენ.

ამჯერად, სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეებმა, მოქალაქეობის გაკვეთილზე თემის - „ტრეფიკინგი“ შესახებ საინტერესო პროექტები და ვიდეომასალები წარადგინეს.

მათ ასევე თემატური კედლის გაზეთი შექმნეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ტრეფიკინგი, დღეს, 21-ე საუკუნეში კლავ გრძელდება. მოსწავლეებმა კი სწორედ ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს - თუ როგორ უნდა შეუშალოს ხელი საზოგადოებამ ამ მძიმე დანაშაულს.

მათ ასევე აღნიშნულ საკითხზე საინტერესო დისკუსია გამართეს, რომელიც როგორც სკოლაში გივყვებიან, საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

მსგავსი პროექტები მოსწავლეებს საჭირო ცოდნას სძენს, რაც მათი მომავლისთვის აუცილებელია.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203