„შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია“ - კვახჭირის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
20-04-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით სხვადასხვა სახის აქტივობა თუ პროექტი იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასში პროექტი „შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია“ განხორციელდა, რომელიც ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოებამ სტუმრად ექიმი - მერი ღვალაძე მიიწვია.

„ექიმმა ძალიან საინტერესოდ ისაუბრა თუ რა არის აუცილებელი ჯანმრთელობისათვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტში ასევე აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები.

მე-3 კლასის მოსწავლემ - ანასტასია ჩხიკვაძემ პროექტის პრეზენტაცია გააკეთა. 

მან თავისი ნახატები კლასში წარადგინა და კლასელებს გააცნო.

მესამეკლასელმა ასევე ისაუბრა, თუ რა მნიშვნელობა აქვს გარემოს სისუფთავესა და სწორ კვებას ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ეს ყოველივე კვების პირამიდის სახით წარმოადგინა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციის ბოლო ნაწილი ძალიან საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად და ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203