
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული საქველმოქმედო აქცია წარმატებით დასრულდა.
აღსანიშნვია, რომ აქცია სკოლის „სიკეთის კლუბის“, ინიციატივით მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მათთვის ძვირფასი ოჯახები გააბედნიერეს და მათი სიხარულით თავადაც გაიხარეს.
მოსწავლეებს, არც გმირები - შმაგი და ალია დავიწყებიათ, მემორიალთან მივიდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეები საქველმოქმედო აქციებში, ყოველთვის დიდი სიხარულითა და შემართებით ერთვებიან, ასევე ფასდაუდებელია პედაგოგებისა და მშობლების მხარდაჭერა, რომლის წყალობითაც სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
„აკეთე სიკეთეს ძევრის სკოლასთან ერთად!“- ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.
აღსანიშნავია, რომ ძევრის სკოლის „სიკეთის კლუბი“, 2014 წლიდან ფუნქციონირებს.
„უღრმესი მადლობა მშობლებს მუდმივი თანადგომისათვის, ასევე ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს და კოლექტივს, რომელთა უდიდესი მხარდაჭერით, სკოლაში წარმატებით ხორციელდება ის უამრავი პროექტი თუ პროგრამა, რაც ძევრის საჯარო სკოლის სავიზიტო ბარათია.
ჩვენი მოსწავლეები, სიცხეში თუ სიცივეში, სიკეთის საკეთებლად ყოველთვის მზადყოფნაში არიან... აღსანიშნავია, მუდამ ჩვენს გვერდით მყოფი სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლები: ნონა კვახაძე და გიორგი ბერძული.
მადლობა ყველა მათგანს“ - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: