ზემოსურების საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა
20-04-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში, წინასააღდგომოდ საინტერესო ღონისძიება მოეწყო.
ღონისძიება |-||| კლასელების მონაწილეობით გაიმართა, რომელსაც მოწვეული სტუმრები და მე-7 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
როგორც პედაგოგი გვიყვება, მან პატარებს ამ დღის მნიშვნელობა აუხსნა და კვერცხის შეღებვის ტრადიციაზე ესაუბრა.
პედაგოგმა და მოსწავლეებმა, საწრმუნეობაზე, იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ ისაუბრეს და ათი მცნება განიხილეს.
პედაგოგი აღნიშნავს, რომ საუბარი, იმდენად საინტერესო და შემეცნებითი იყო, ბავშვების ლამაზ, ცნობისმოყვარე თვალებში, მხოლოდ სინათლის სხივი და ინტერესი იფრქვეოდა.
პედაგოგი ფიქრობს, რომ ბავშვებს ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ.
აღსანიშნავია, რომ მე-2 კლასის მოსწავლე მარიტა მეგრელიშვილმა, პედაგოგს მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ ღონისძიება ძალიან საინტერესო იყო.
ასევე მოსწავლეებმა, სააღდგომო სუვენიერები და ნახატები წარმოადგინეს.
„ძალიან სასიამოვნო დღე აღმოჩნდა... წარმატებები და წინსვლა იყოს თქვენი მეგზური, იხარეთ“, - აღნიშნავს პედაგოგი მანანა ბარამიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს