„გულს მისვენია ხატადა ენა, მთისა და ბარისა“ - აჭის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
20-04-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი ღონისძიებები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გულს მისვენია ხატადა ენა, მთისა და ბარისა“ ჩატარდა.

მოსწავლეები ამ დღის მნიშვნელობის შესახებ საინტერესო და მათთვის საჭირო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

მათ ასევე თემატური ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს.

მათ სკოლაში საზეიმო განწყობა შექმნეს და სასკოლო საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, საქართველოში, დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203