ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
20-04-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედაენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.

აღნიშნულ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოჩინეს.

ღონისძიებაზე უნფროსკლასელებმა ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს, ხოლო მეათეკლასელებმა თემატური პრეზენტაცია წარადგინეს.

ღონისძიების ხელმძღვანელები იყვნენ: ლიანა ჯაიანი, ლიანა დუმბაძე, ნინო ქამადაძე და თეონა სურმანიძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების დასასრულს, სკოლაში ვიქტორინა ჩატარდა, რომლის გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, საქართველოში, დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203