აწყვიტის საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, მხატვრულ-შემოქმედებითი აქტივობა გაიმართა
20-04-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

გაიმართა მხატვრულ-შემოქმედებითი აქტივობა, მასში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ლიტერატურული აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებს კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია დედაენა ერის კულტურული მემკვიდრეობისა და ერის თვითმყოფადობისათვის.

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ველიჯანაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო მუსიკალურად გაფორმებაზე მუსიკის მასწავლებელმა ელზა ივანიძემ იზრუნა. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203