ქვეშის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი თამაშების შიდასასკოლო ფესტივალი გაიმართა
20-04-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში, სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამ მიზნით სკოლაში, პროექტით გათვალისწინებული შიდასასკოლო ფესტივალი - „მხიარული სტარტები“, გაიმართა.

კონკურსში, მე-2 და მე- 3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ისინი ფესიტივალში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას სპორტის პედაგოგი მ. კალატოზიშვილი ხელმძღვანელობდა.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეები სკოლის პერიოდიდანვე მიეჩვივნონ ჯანსაღად ცხოვრებას. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203