„გერმანულ-ინგლისური სააღდგომო ტრადიციები“- ჯვარის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
20-04-2023
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, პროექტი - „გერმანულ-ინგლისური სააღდგომო ტრადიციები“, ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სადღესასწაულო აქტივობები განხორციელდა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი პასუხისმგებლობით ჩაერთნენ, ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ძალიან საინტერესოდ ისაუბრეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ეს დღე ძალიან პოზიტიური იყო, რაზეც მოსწავლეთა დაინტერესება და აქტიურობაც მეტყველებს. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203