ბათუმის N8 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა 
20-04-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული გაიმართა.

დაწყებითი საფეხურის I-VI კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ კვირეულის ფარგლებში მოწყობილ კონკურსებში.

კონკურსები გაიმართა კალიგრაფიაში, მხატვრულ და გამომეტყველებით კითხვაში.

ასევე აღსანიშნავია 18 აპრილს, კვირეულის ბოლო დღეს, ჩატარებული კონკურსი - საუკეთესო ნახატების გამოსავლენად.

აღსანიშნავია, რომ კვირეულს დაწყებითი საფეხურის კლასების კათედრა ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203