ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები აღინიშნება.ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს. მათ აღნიშნულ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით გახსნეს.
მათ ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს და დედაენის დღის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს.
მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, საქართველოში, დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები: