თბილისის N61 სკოლის პირველკლასელებმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საინტერესო მინი-პროექტზე იმუშავეს
20-04-2023
თბილისის N61 საჯარო სკოლის მასწავლებლები სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაზე აქტიურად ზრუნავენ, ისინი სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კი, პირველმაა კლასმა, პედაგოგ ნინო დოლიძის ხელმძღვანელობით, ბუნებისმეტყველებასა და ხელოვნებაში ინტეგრირებული მინი-პროექტი განახორციელა.
თითოეულმა მოსწავლემ კრეატიული პატარა კაცუნა-ჯეჯილი საკუთარი ხელით შექმნა, რომელიც საინტერესოდ გააფორმეს. თანაც, ორკვირიანი დაკვირვება ჩაატარეს.
პირველკლასელებმა დრო ხალისიანად, ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს.