კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
20-04-2023
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მოტივირებაზეა ორიენტირებული. 

პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომ აღსაზრდელებს სხვადასხვა უნარი განუვითარდეთ და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. ამისთვის კი საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, VII კლასში კომპლექსური დავალების შეჯამება გაიმართა, მისი თემა დინამომეტრი იყო. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მასწავლებელ ნანული მჟავანაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა დინამომეტრის მოდელი დაამზადეს და პრეზენტაცია მოამზადეს, სადაც დინამომეტრის მოქმედების პრინციპზე, მასზე მოქმედ ძალებზე ისაუბრეს. მათ დამზადებული ზამბარიანი დინამომეტრის სიხისტეც განსაზღვრეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203