ეფრემოვკის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კალიგრაფიის კონკურსი მიეძღვნა
20-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს შემოქმედებითი კონკურსი მიეძღვნა.
კონკურსის სახელწოდება - „ლამაზი კალიგრაფია“, გახლდათ.
მოსწავლეები კონკურსში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები შთამბეჭდავად წარმოაჩინეს და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს.
კონკურსში, Vl - lX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ბოლოს საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდა და მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა აქტიურობა, მათი შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესება და წარმოჩენა.