„ო, ენავ, ჩემო, დედაო ენავ!“- დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბ „საფიხვნოს“ წევრებმა კონფერენცია გამართეს
20-04-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.

ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლის კლუბ „საფიხვნოს“ წევრებმა კონფერენცია - „ო, ენავ, ჩემო, დედაო ენავ!“ ჩაატარეს. მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

ღონისძიების ორგანიზატორი კლუბის კურატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა ღლონტი იყო. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203