ნახშირღელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
20-04-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში, მესამე კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ირინე არევაძის ხელმძღვანელობით, აქტივობები ჩაატარეს. გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი - „გვინდა ვწეროთ ლამაზად“, რომლის მიზანი მოსწავლეებში კალიგრაფიის გაუმჯობესება და ქართული ანბანის სიყვარულის გაღვივება იყო.
მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი - „14 აპრილი ქართული ენის დღეა“, გაზეთში განათავსეს დედაენაზე გამოჩენილი ადამიანების გამონათქვამები და თავიანთი დაწერილი ესეები თემაზე - „რა არის ჩემთვის ქართული ენა“. მოსწავლე ნინია ლანჩავამ მშობლიურ ენას ლექსი მიუძღვნა. კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა იყო „არა ბარბარიზმებს“, მოსწავლეებმა ხალისით შეაგროვეს ბარბარიზმები და სწორი ფორმები შეუსატყვისეს.
„ქართული ენა მსოფლიო საოცრებაა! ის არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, ზეციდან გადმოსული სულიერი მუსიკა“- სწორედ ილია მეორის ეს სიტყვები გასდევდა კვირეულს.
„ასე სწავლობენ პატარები, მშობლიური ენის - ქართული ენის სიყვარულსა და პატივისცემას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს