დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში დამსახურებული მასწავლებლის - ზინაიდა ლობჟანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
20-04-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში მასწავლებლების დამსახურებასა და ღვაწლს აფასებენ.

ამჯერად, სკოლაში ყოფილი პედაგოგის, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის - ზინაიდა ლობჟანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა მასწავლებლის შესახებ ბევრი ტკბილი მოგონება გაიხსენეს,
მოსწავლეებმა კი მისი ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიებამ ძალიან ემოციურად და საინტერესოდ ჩაიარა. კოლეგებმა ზინაიდა ლობჟანიძის შესახებ ისაუბრეს, გაიხსენეს, თუ რა წვლილი მოუძღვის მოსწავლეთა და სასკოლო გარემოს განვითარებაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203