ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სააღდგომო დეკორაციების გამოფენა მოაწყვეს
20-04-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო დღეებს სთავაზობენ, რთავენ მრავალფეროვან სასწავლო პროექტებში,რაც მოზარდების სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება. 

მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, წინასააღდგომოდ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს.

მოსწავლეებმა გამოფენისთვის მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.  

მოსწავლეთა ნამუშევრებმა დამთვალიერებლის მოწონება დაიმსახურა. 

პროექტს ხელმძღვანელი მარიკა ჩხაპელია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203