„ანბანით მოყოლილი საქართველოს ისტორია“- აფენის N2 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
20-04-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი - „ანბანით მოყოლილი საქართველოს ისტორია“, განხორციელდა. 

მის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოების წევრებმა ანბანში არსებულ 33 ასოზე 33 სიტყვა, პიროვნება, მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მოიფიქრეს, რომლებიც, მათი გაგებით, ყველაზე მეტად ასოცირდება საქართველოსთან.

მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები, მათი ნაშრომები კი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად სკოლის სავიზიტო ბარათად იქცა. აპრილის ბოლოს, მათი გამოფენა ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეშიც იგეგმება.

პროექტის ხელმძღვანელები სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ენდი დათეშიძე და სამოქალაქო განათლების პედაგოგი გიორგი ბიბილაშვილი არიან. ნახატები შეასრულეს მოსწავლეებმა - თამარ გოგოლიძემ, გოგა მაქაძემ, მარიამ ტეფნაძემ, ამირან მუმლაძემ, ლიზი ბიბილაშვილმა, გვანცა მეტრეველმა და ბარბარე ფერაძემ.

„საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროექტებში. მიზანი მოსწავლეთა ხელშეწყობაა უკეთესი განათლებისთვის. პროექტის პრეზენტაციისას  ნამუშევრებს ჰყავდათ „ანბანის მცველები“, რომლებიც ასოებზე შექმნილი ნახატების ისტორიას წარადგენდნენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203