ტუნაძეების საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
20-04-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

ამჯერად კი, კონკურსი ქართულ კალიგრაფიაში ჩატარდა. მას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნარგული ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა.

ღონისძიება საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა, მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდმებით ჩაერთნენ, ღირსეულად იასპარეზეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

გამარჯვებულ მოსწავლეებს კი სიგელები გადაეცათ. სკოლის დირექცია მასწავლებელსა და მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203