ოდიშის N1 სკოლის მოსწავლეებმა ალექსანდრე საჯაიას დაბადებიდან 107-ე წლისთავი პოეტის სახლ-მუზეუმში ღონისძიებით აღნიშნეს
20-04-2023
ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ახალგაზრდა ოდიშელი პოეტის- ალექსანდრე საჯაიას სახლ-მუზეუმში, პოეტის დაბადებიდან 107-ე წლისთავი აღნიშნეს.

მუზეუმში, 11 აპრილს პოეტის საიუბილეო საღამო გაიმართა.

ღონისძიებაში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბავშვები დიდი სიამოვნებითა და ინტერესით ჩაერთნენ საიუბილეო ღონისძიებაში, მათ პოეტის შემოქმედება და ბიოგრაფია გაიხსენეს.

მოსწავლეებისთვის, საღამო ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ჭურღულია ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203