კოთელიის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
20-04-2023
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა.
ჩატარდა აქტივობებით დატვირთული დასკვნითი ღონისძიებაც - დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სხვადასხვა საკონცერტო ნომერი: ლექსები, სიმღერები, ცეკვები და სკეტჩები წარადგინეს.
ღონისძიების მეორე ნაწილი კონკურსით გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოებას დაეთმო. კონკურსი მოიცავდა სამ ნომინაციას: საუკეთესო ესსე, კალიგრაფია და საუკეთესო ნახატი. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს, მოპოვებული საპრიზო ადგილის შესაბამისი სიგელი, ხოლო ყველა მონაწილეს - სამადლობელი სიგელი, აქტიური მონაწილეობისათვის, გადაეცა.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ქართული ენის კვირეულის ორგანიზატორს - თამარ დევდარიანს და დასკვნითი ღონისძიების ორგანიზატორებს - დაწყებითი კლასების პედაგოგებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.