პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, კვირეული მოეწყო
20-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში, ქართული ენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული მიეძღვნა. 

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში წერის კონკურსი გაიმართა, სადაც სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ასევე ბავშვებმა საინტერესო და საინფორმაციო პლაკატი დაამზადეს. 

აღსანიშნავია, რომ მე-6 კლასის მოსწავლეებმა, „აამეტყველეს ქართული ანბანი“. 

აქტივობები ძალიან სახასლისო და საინტერესო იყო, მოსწავლეები მასში დიდი სინტერეითა და მოტივაციით ჩაერთნენ.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203