„მამათა და შვილთა ბრძოლა მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში“- წყალტუბოს N1 სკოლის მე-11 კლასში საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
20-04-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში გაკვეთილები საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად კი, დედაენის კვირეულის ფარგლებში, მე-11ა კლასში თემაზე - „მამათა და შვილთა ბრძოლა მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში“, საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში, ქართულ ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის ფაქიზო ფანჩულიძისა და კლასის დამრიგებლის ი .არაბიძის ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა მამათა და შვილთა ბრძოლის საბაბზე, შედეგზე, პუბლიცისტურ წერილზე „ორიოდე სიტყვა...“ და ამ ბრძოლის ფარგლებში შექმნილ ლექსებზე: „პასუხი შვილთა", „პასუხის პასუხი“ ისაუბრეს. მათ გაკვეთილზე ქართული ენის სიწმინდესთან დაკავშირებით შექმნილი არგუმენტირებული ესსეები წაიკითხეს და ცნობილ ქართველ შემოქმედთა გამონათქვამები ქართულ ენაზე წარადგინეს.
საჩვენებელმა გაკვეთილმა დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.