ქუთაისის N38 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეთა საინტერესო წინასააღდგომო შემოქმედებითი აქტივობა
ქუთაისის N38 საჯარო სკოლას შემოქმედებითი, ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეები ჰყავს, რომელთა განვითარებაზეც პროფესიონალი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.აღსანიშნავია, რომ პედაგოგ ელისო კიკვაძის დამსახურებით, ხელოვნების გაკვეთილები ყოველთვის მრავალფეროვანია.
ამჯერად, VI
ა კლასის მოსწავლეებმა კლასში სადღესასწაულო განწყობა შექმნეს და სიმბოლურად, საკუთარი გემოვნებით, კვერცხები შეღებეს. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
იხილეთ ფოტოები: