თბილისის N60 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
ამჯერად, IIბ კლასი ნარჩენების წარმოქნის გზებს, მავნე თვისებებს, მათგან გამოწვეულ საფრთხეებს გაეცნო. მოსწავლეებმა შლადი და არაშლადი ნარჩენების განსხვავება ისწავლეს.
მათ, დამრიგებელ მარიამ მიგრიაულთან ერთად, სკოლის მიმდებარე ტერიტორია სწორედ ამ პრინციპით დაასუფთავეს, ნარჩენები კი კატეგორიების მიხედვით, სხვადასხვა ტომარაში მოათავსეს.
მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
„მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ამოცანას. გაიაზრეს, რომ ერთ პატარა ნარჩენის არასწორ ადგილზე დაგდებასაც კი ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვება. გთხოვთ, ყველამ დავიცვათ სისუფთავე განსაკუთრებით სკოლის მიდამოში“,- აღნიშნავენ სკოლაში.