თხილნარის N2 სკოლის მასწავლებელმა - გულიკო თურმანიძემ საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ქართული ენისა და ლიტერატურის საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა
21-04-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა, მოსწავლეებს საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი შესთავაზა. 

გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა, თემა კი -„ვეფხისტყაოსანი“, გახლდათ. გაკვეთილს პედაგოგი გულიკო თურმანიძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში, დიდი ინტერესით ჩაერთნენ და სხვადსხვა დავალებაზე ჯგუფურად იმუშავეს.

გაკვეთილი გაჯერებული იყო საინტერესო აქტივობებითა და სასწავლო რესურსით.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა საგაკვეთილო თეაზე, მრავალფეროვანი პლაკატები დაამზადეს და საკლასო სივრცეში გამოფინეს.

სკოლაში, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვასა და მოსწავლეებში გუნდურად მუშაობის უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

პედაგოგებს გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი აქტივობებით, მოსწავლეები საკუთარი შესაძლებლობების კარგად წარმოჩენას ახერხებენ და გაკვეთილიც მეტად საინტერესოდ მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203