
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ არა მხოლოდ ხარისხიან ფორმალურ განათლებას არამედ აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
სკოლის IX კლასის მოსწავლეები თელავის თეატრს ესტუმრნენ. თეატრში, მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელმა, ლია ალექსანაშვილმა კულტურული ცნობიერების ამაღლების მიზნით წაიყვანა. სპექტაკლის ნახვის შემდეგ, ბავშვებმა ის საგაკვეთილო პროცესში, განიხილეს.
ასევე, სკოლის IX კლასის მოსწავლეები ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ჩატარებულ დედა ენის დღისადმი მიძღვნილ, ესეების კონკურსში - „ქართული მარტო ენაა?“, ჩაერთნენ.
კონკურსში მონაწილეობა, გიორგი მოსიაშვილმა და ნიკა მაილაშვილმა მიიღეს.
გიორგი მოსიაშვილმა, II საპრიზო ადგილი დაიკავა და მას სიმბოლურად, სიგელი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა.
იხილეთ ფოტოები: