
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა, გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები და გააცნობიერეს, თუ რამდენად დიდი, როლი ითამაშა ამ ყველაფერმა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში.
მოსწავლეებმა ისაუბრეს, იმ პატრიოტულ სულისკვეთებაზე, რაც თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს გააჩნდათ.
ბავშვებმა მოიძიეს ახალი, მათთვის უცნობი ინფორმაციები და ერთმანეთს გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა შემეცნებითი და პროდუქტიული აღმოჩნდა.
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში ტრაგედია დატრიალდა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 427 კი, დაშავდა. 9 აპრილი კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის გარდამტეხი თარიღი გახდა.
იხილეთ ფოტოები: