ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება კაკლიანის საჯარო სკოლაში
20-04-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეეებმა, ქართული ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიბაზე, მოსწავლეებმა ქართული ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. 

ბავშვებმა ისაუბრეს დედაენის არსსა და ქართველი ერისთვის მის მნიშვნელობაზე, ასევე განსაზღვრეს, თუ რამდენად თვითმყოფადსა და ინდივიდუალურს ხდის ქართული ენა სახელმწიფოს. 

ბავშვები, ქართული ენის განვითარების ისტორიასა და თავისებურებებს გაეცნენ, მოიძიეს ახალი და მათთვის უცნობი ინფორმაციები და თანატოლებს გაუზიარეს. 

მოსწავლეებისთვის შეხვედრა ძალიან დასამახსოვრებელი და პროდუქტიული აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203