ნინოწმინდის N1 სკოლაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა მონაწილეობით, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
20-04-2023

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ქართული ენის დღე ორიგინალურად აღნიშნეს. 

დედაენის დღესთან დაკავშირებით, ქართული კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა, რომელშიც მასწავლებლები მონაწილეობდნენ. პედაგოგებმა კონკურსის ფარგლებში საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს. 

18 ნამუშევრიდან ფარული კენჭისყრით პირველი ადგილი მიენიჭა ბიოლოგიის მასწავლებელს - ტატევიკ კალიჯიანს. სკოლის ადმინისტრაციამ გამარჯვებული სიგელით დააჯილდოვა.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203