თბილისის N124 სკოლაში მოსწავლეებმა მენტალური ჯანმრთელობისა და მავნე ჩვევების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
20-04-2023

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამის ეგიდით, სასკოლო თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებმა სკოლის დირექციის მხარდაჭერით, საინფორმაციო მასალა (პრეზენტაცია) მოამზადეს, რომელიც თანატოლებს გაუზიარეს. აღნიშნული აქტივობა თანატოლგანმანათლებლობის კვირეულის ფარგლებში მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციის თემები - მენტალური ჯანმრთელობა და მავნე ჩვევები იყო, რომელიც მე-10 კლასის მოსწავლეებმა: მარიამ ჩხიროძემ, ანუმ პერვეზ რაზაკიმ, ლეილა ჟონჟოლაძემ და ზურა გუმბერიძემ ჩაატარეს.

მოსწავლეებმა აღნიშნულ თემებზე საინტერესოდ ისაუბრეს.

„განსახილველი საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე, პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც იაქტიურეს მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელი მარინა ტარუღიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა ცოდნისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203