ღადოლარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა აღდგომის დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს
20-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლაში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.  

ღონისძიება პირველ კლასში ჩატარდა, მოსწავლეები მასში დიდი სიამოვნებითა და ხალისით ჩაერთნენ.

ბავშვებმა, სააღდგომო ტრადიციებზე ისაუბრეს და ამ დღესთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების წეს-ჩვეულებებს გაეცნენ.

პატარებმა, საკლასო ოთახში სააღდგომო კუთხე მოაწყვეს და ამ დღის სიმბოლოები: წითელი კვერცხი, პასკა და ჯეჯილი განათავსეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი გაიანე აკოპიანი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203