
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო, მრავალფეროვან პროექტებსა და აქტივობებში რთავენ.
ამჯერად, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, პედაგოგ მანანა აბუსელიძის ხელმძღვანელობით, მცირე კვლევის ფარგლებში, პრეზენტაცია - „ბავშვთა უფლებების დაცვა“ წარადგინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-11 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე ბავშვთა უფლებათა კოდექსის ალტერნატიული ვერსია შექმნეს, რომელიც თანატოლებს გააცნეს.
აქტივობაში ისინი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეთა შორის დებატები გაიმართა, რომელიც საინტერესოდ წარიმართა.
მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე იმსჯელეს და ცოდნა აიმაღლეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და პრეზენტაციები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: