„მათემატიკა ყველგან“- მუხრანის N1 საჯარო სკოლის IV კლასში პროექტი წარმატებით განხორციელდა
19-04-2023
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ხორციელდება. 

ამჯერად კი, IV კლასში პროექტი - „მათემატიკა ყველგან“ წარმატებით განხორციელდა. აღნიშნულ პროექტს, რომლის ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეებს მათემატიკისა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის კავშირი გაეცნობიერებინათ, დაწყებითი საფეხურის პედაგოგი მ. გაბუნია ხელმძღვანელობდა. 

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, მათემატიკას განსხვავებულ ჭრილში გაეცნენ, საგნის შესწავლით უფრო მეტად დაინტერესდნენ. 

მეოთხეკლასელებმა როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად იმუშავეს და დამსწრე საზოგადოებას მათი მომზადებული პოსტერები და ელექტონული პრეზენტაციები წარუდგინეს.

„მოსწავლეებმა მოაწყვეს დისკუსია თემაზე: „რაში ვიყენებთ მათემატიკას“, რომლის ფარგლებში, საკუთარი ცხოვრებისეული ფაქტების გახსენებით, ერთმანეთს თავიაანთი მოსაზრებები გაუზიარეს. მათ მაღალი სააზროვნო უნარები - ანალიზი, სინთეზი განუვითარდათ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203