„სახალისო ცდები ფიზიკაში“- ზიკილიის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა განხორციელდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
პროფესიონალი პედაგოგები კი მოსწავლეთა წინსვლაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ისინი სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ. ამჯერად, ფიზიკის მასწავლებელმა ელისო ჩაჩანიძემ, მე-11 კლასის მოსწავლეებთან ერთად, აქტივობა - „სახალისო ცდები ფიზიკაში“ ჩაატარა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: