ჯვარას საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
19-04-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა. 

დაწყებითი და საბაზო კლასების მოსწავლეებმა, ქართულ ანბანს ხოტბა შეასხეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე ანბანის 33 ასობგერას ლექსები მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა ასევე ქართული ანბანის ისტორია მოისმინეს და ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს. 

„მოსწავლეები დიდი რუდუნებით ეფერებოდნენ ქართული ენის მარგალიტებს“, - აღნიშნავენ ღონისძიებასთან დაკავშირებით სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203