
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ის ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტ-მასწავლებელმა, შორენა ლობჯანიძემ, დაგეგმა და განახორციელა, ხოლო გაფორმებაზე ხელოვნების პედაგოგმა, ვერა ლობჯანიძემ იზრუნა.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს და ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
იხილეთ ფოტოები: