განძის N2 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა „ზღაპრების სამყაროში“ იმოგზაურეს
19-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
პროფესიონალი პედაგოგები კი მოსწავლეთა წინსვლაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ისინი სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ. ამჯერად, VI კლასში მასწავლებელ ა.ბადიშიანის ხელმძღვანელობით აქტივობა - „ზღაპრების სამყაროში“ გაიმართა.
მოსწავლეებმა სპექტაკლები - „სამი გოჭი“ და „წითელქუდა“ წარადგინეს. მათ შესაბამისი კოსტუმები მოირგეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მოსწავლეთა ოსტატობამ ყველას მოწონება დაიმსახურა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს