ილემის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გამოფენა მიეძღვნა
19-04-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული შემოქმედებითი აქტივობით აღინიშნა. 

პატარებმა პრეზენტაციისას განაცხადეს, რომ ტოლერანტულ თაობას წარმოადგენენ და პატივს ცემენ ყველა რელიგიას, თუმცა ქრისტიანულ სახელმწიფოში დიდი ზეიმით აღინიშნება აღდგომა.

მოსწავლეებმა, აღდგომასთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ნახატები შექმნეს და ნამუშევრები კლასში გამოფინეს. 

მოსწავლეებმა ერთმანეთს უფლის წყალობა და სამშობლოს ერთიანობა უსურვეს. 

სკოლაში, მოსწავლეთა ემოციების გაზიარებასა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203