ხარაულის საჯარო სკოლის მე-3 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა
19-04-2023
თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის მე-3 კლასში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინა ბვერიძე ხელმძღვანელობდა. 

მასწავლებელმა, გაკვეთილი მე-3 კლასის სტანდარტს მოარგო, იგავ-არაკი - „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“, შეარჩია, რომელიც როლებში გათამაშებასა და კომიქსის პერსონაჟის ქმედებებზე დაკვირვების შესაძებლობას იძლეოდა.

ასევე პედაგოგის მიზანი იყო მოსწავლეებს მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების საშუალება ჰქონოდათ.

აღსანიშნავია, რომ  გაკვეთილს სკოლის სხვა მასწავლებლებიც ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203