დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
19-04-2023

დაბა ასპინძის საჯარო სკოლის ნიჭიერმა და აქტიურმა V-X კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ულამაზესი და საინტერესო ღონისძიება შესთავაზეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით წაიკითხეს ქართველ პოეტთა ლექსები, ლეგენდები, ქართულ ენას ხოტბა შეასხეს და მის ხიბლსა, ლაზათსა, მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე ისაუბრეს. 

პატარებმა, ხაზი გაუსვეს ქართული ენის ისტორიას, განვითარებას, ენის სიწმინდის დაცვას, ასევ საინტერესო და მრავალფეროვანი პლაკატები მოამზადეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარეხ ბერიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა, მუსიკალურად კი, პედაგოგი ნათია მელიქიძე აფორმებდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203