დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის დღესასწაულს საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს
19-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

ამჯერად, მოსწავლეებმა სააღდგომო აქტივობები მოაწყვეს, ინფორმაცია მოიძიეს და თემატური ნამუშევრები მოამზადეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სააღდგომო ტრადიციებზე ისაუბრეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია გაცვალეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203