დილისკის N2 სკოლაში აღდგომის დღესასწაულს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
19-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლის მე-2 და მე-3 კლასის დამრიგებლებმა - არაქსია კარახანიანმა და რუზანნა ნახატაკიანმა მოსწავლეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობისა და სააღდგომო რიტუალების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. 

მათ მოსწავლეებს ასწავლეს, როგორ ესალმებიან ადამიანები ერთმანეთს აღდგომას. მოსწავლეებმა სააღდგომო სუფრა საკუთარი ხელით გაშალეს. სუფრაზე განთავსებული იყო ჯეჯილი, შეღებილი კვერცხები და სხვა თემატური ნივთები. გარდა ამისა, წაიკითხეს ლექსები და აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და  ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203