გიულიბაღის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
19-04-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გიულიბაღის საჯარო სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეები, დამსწრე საზოგადოებას, 14 აპრილის არსსა და საქართველოსთვის ამ თარიღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. 

მათ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ისაუბრეს „დედა ენის“ შემოქმედის იაკობ გოგებაშვილის შესახებ.

ღონისძიებას სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ.

სკოლას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნათია ხუცურაულს სტუმრობდა, რომელიც მოსწავლეებს ქართულ დამწერლობაზე ესაუბრა. 

ასევე სტუმარმა, საინტერესო პრეზენტაცია და ვიდეორგოლები წარადგინა, თემაზე - „დამწერლობა და დამწერლობის წინა საფეხურები“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203