დიდი არაქალის საჯარო სკოლაში ყოველდღიურ ცხოვრებაში მათემატიკის როლსა და მნიშვნელობაზე ღონისძიება გაიმართა
19-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა.

ის მათემატიკას ეძღვნებოდა. საგნის მასწავლებლის მანია პოღოსიანის ხელმძღვანელობით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ინფორმაცია წარადგინეს, თუ რა კავშირი აქვს მათემატიკას დანარჩენ საგნებთან. მათ ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში მათემატიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და აქტივობებში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203